საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ თოხლიაურის სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

აპრილი 10, 2023

10.04.23 – სოფელი თოხლიაური

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ თოხლიაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან, ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა კახეთის რეგიონში ბექა ექსეულიძემ, საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიღწევებსა და ძირითად გამოწვევებზე ყურადღება გაამახვილა. აგრეთვე, ინტეგრაციის პროცესში მიღებულ ხელშესახებ სიკეთეებსა და გაწევრიანების ეტაპებზე ისაუბრა.

შეხვედრის ბოლოს ერთობლივი აქტივობების დაგეგმვის შესაძლებლობები განიხილეს, რომლებიც დაკავშირებულია ქვეყნის ევროინეტეგრაციის პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის საკითხებზე.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.