საგარეჯოს მუნიციპალიტეტის წითელი ჯვრის წევრებთან დასავლური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

ივნისი 10, 2023

10.06.23 – საგარეჯო

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ,,წითელი ჯვრის’’ საგარეჯოს ფილიალის წევრებთან, დასავლური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა კახეთის რეგიონში ბექა ექსეულიძემ, ქვეყნის დასავლური ინტეგრაციის მნიშვნელობაზე, ნატოს შექმნის ისტორიაზე, საქართველო-ნატოს ურთიერთობების დინამიკასა და ამ პროცესში არსებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე ისაუბრა. მომხსენებელმა, ასევე, საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიღებული პრაქტიკული სიკეთეები და სამომავლო პერსპექტივები განიხილა.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.