საგარეჯოს სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

დეკემბერი 16, 2022

16.12.22 – საგარეჯო

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა კახეთის რეგიონში ბექა ექსეულიძემ, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობაზე, არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა. ხაზი გაესვა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამებით საქართველოს მოქალაქეებისათვის გახსნილ შესაძლებლობებსა და იმ პასუხისმგებლობებს, რაც ევროინტეგრაციის გზას ახლავს თან.

შეხვედრაზე, ასევე, ყურადღება გამახვილდა უვიზოდ გადაადგილების რეგულაციებსა და შენგენის ზონაში თავისუფალი სავიზო რეჟიმის წესების დარღვევასთან დაკავშირებულ რისკებზე.