საგარეო საქმეთა მინისტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრს ესტუმრა

ივნისი 15, 2022

15.06.22 – თბილისი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრს ესტუმრა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თამარა წულეისკირმა საგარეო საქმეთა მინისტრს და სამინისტროს წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია ცენტრის საქმიანობის შესახებ. ყურადღება გამახვილდა სწრაფად ცვალებად საინფორმაციო სივრცეში საზოგადოებისათვის სრულფასოვანი და გადამოწმებული ინფორმაციის მიწოდების მნიშვნელობაზე. შეხვედრაზე იმსჯელეს ცენტრის შესაძლებლობების გაძლიერებისა და ეფექტურობის გაზრდის გზებზე.

თავის მხრივ, საგარეო საქმეთა მინისტრმა საინფორმაციო ცენტრის გუნდს მადლობა გადაუხადა ცენტრის მიერ მიღწეული შედეგებისთვის და კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა.