საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია სამეგრელოს რეგიონს ეწვია

აგვისტო 5, 2021

05.08.21 – სამეგრელო

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია, „დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის სახელმწიფო სტრატეგიის“ შემუშავებისა და განხორციელების სამთავრობო კომისიის მუშაობის ფარგლებში, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორ თამარა წულეისკირთან, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძესთან ერთად სამეგრელოს რეგიონს ეწვია.

შეხვედრები გაიმართა ქ. ზუგდუდში, კონფლიქტის თემაზე მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ექსპერტებთან ისევე, როგორც რეგიონებში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებთან. სამეგრელოს რეგიონში ვიზიტის ფარგლებში მინისტრის მოადგილემ, საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარემ ენგურის ხიდი მოინახულეს.