საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ გუგუტიანთკარს ეწვია

აგვისტო 7, 2021

07.08.21 – სოფელი გუგუტიანთკარი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ლაშა დარსალია, „დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის სახელმწიფო სტრატეგიის“ შემუშავებისა და განხორციელების სამთავრობო კომისიის მუშაობის ფარგლებში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ გუგუტიანთკარს ეწვია.

ლაშა დარსალიამ შეხვედრები გამართა კონფლიქტის თემაზე მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ექსპერტებთან, ისევე, როგორც რეგიონებში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებთან. შეხვედრებს ასევე ესწრებოდა საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშრის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი თამარა წულეისკირი.