საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია წეროვანის დევნილთა დასახლებას ესტუმრა
აგვისტო 7, 2021
07.08.21 – წეროვანი
ლაშა დარსალიამ შეხვედრა გამართა 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირებთან, რათა მათგან მოესმინა დევნილთა და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მაცხოვრებელთა პრობლემები და საჭიროებები. მინისტრის პირველმა მოადგილემ მათ ასევე მიეწოდა ინფორმაცია საქართველოს მთავრობის ძალისხმევისა და სამშვიდობო პოლიტიკის, ასევე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში უსაფრთხოების, ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული საკითხების განხილვის შესახებ.
მიმდინარე წლის 4-7 აგვისტოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ქუთაისს, ხონს, ზუგდიდს, ენგურის ხიდს, გუგუტიანთკარს, გორსა და წეროვანს „დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის სახელმწიფო სტრატეგიის“ შემუშავებისა და განხორციელების სამთავრობო კომისიის მუშაობის ფარგლებში ესტუმრა, რათა შეხვედროდა კონფლიქტის თემაზე მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ექსპერტებს, ასევე საოკუპაციო ხაზის პირა სოფლების მაცხოვრებლებსა და იძულებით გადაადგილებულ პირებს.