საგარეო საქმეთა სამინისტროს “ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრსა” და კავშირი „21-ე საუკუნე“ -ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

აპრილი 23, 2021

23.04.21 – თბილისი

მემორანდუმს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თამარა წულეისკირმა და კავშირის „21-ე საუკუნე“ დირექტორმა პაატა გაჩეჩილაძემ მოაწერეს ხელი.

მემორანდუმის მიზანია საინფორმაციო ცენტრსა და კავშირის „21 საუკუნე“ შორის თანამშრომლობის გაღრმავება ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით. კერძოდ, ერთობლივი პროექტების საშუალებით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქიებსa და საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრები.

სასულიერო პირები, საინფორმაციო ცენტრის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ჯგუფია და ჩვენი უპირველესი ამოცანა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის შესახებ მათთვის ამომწურავი, სწორი ინფორმაციის მიწოდება და ამ პროცესებში მათი მაქსიმალური ჩართვის უზრუნველყოფაა, შეხვედრების თემატიკა შეეხება საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, ნატო-საქართველოს, ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების დინამიკას და გამოწვევებს.