საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ბოლნისელ ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
მარტი 18, 2022
18.03.22 – იმერეთი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და საქართველოს სტუდენტური პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ერთობლივი ინიციატივით, სტუდენტებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას, რომელსაც 50-მდე სტუდენტი ესწრებოდა, საინფორმაციო ცენტრის იმერეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ, ცენტრის საქმიანობის პრიორიტეტებსა და დაგეგმილ აქტივობებზე ისაუბრა. საინფორმაციო ცენტრის იმერეთის რეგიონული ბიუროს სტაჟიორმა შოთა კვარაცხელიამ, სტუდენტებს ევროკავშირის საგანმანათლებლო პროგრამის ერასმუს+ შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. ასევე, საუბარი შეეხო მიმდინარე პროგრამებსა და თანმდევ ეტაპებს, რაც აუცილებელია გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად.
სემინარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.