საგურამოს სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
მაისი 1, 2023
01.05.23 – საგურამო
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებითა და საგურამოს საჯარო სკოლის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით, მოსწავლეებსა და პედაგოგებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ, მონაწილეებს ცენტრის საქმიანობა და მიზნები გააცნო. საუბარი, შეეხო ნატო-სა და ევროკავშირის შექმნის ისტორიასა და გაფართოების ეტაპებს. ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოსა და ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობასა და სამომავლო პერსპექტივებზე. ასევე, ხაზი გაესვა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობასა და მასთან დაკავშირებულ საკითხებს.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში იმართება, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.