საიას ქუთაისის ფილიალში ქუთაისში მცხოვრებ ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
დეკემბერი 3, 2022
03.12.22 – ქუთაისი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, საიას ქუთაისის ფილიალში საკვირაო სკოლის გაკვეთილების ფარგლებში ქუთაისში მცხოვრებ ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა იმერეთის რეგიონში მარიკა ვაჭარაძემ, შეხვედრის მონაწილეებს ცენტრის საქმიანობის პრიორიტეტები გააცნო და იმ აქტივობებზე ესაუბრა, რომელიც წლის მანძილზე ცენტრის მიერ იგეგმება. საუბარი შეეხო ნატოსა და ევროკავშირის შექმნის ისტორიას, გაფართოების ეტაპებს, გაწევრიანების მექანიზმებსა და სამომავლო თანამშრომლომლობას.
პრეზენტაციის დასასრულს მონაწილეებს ცენტრის მიერ მომზადებული თემატური მასალები დაურიგდათ.