საინფორმაციო ცენტრი აქციას „მადლობა სიცოცხლისთვის“ შეუერთდა

ოქტომბერი 14, 2020

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის იმერეთის ბიურო, აქციის „მადლობა სიცოცხლისთვის!“  ფარგლებში ქუთაისში იმ ექიმებს შეხვდა, რომლების Covid 19 პანდემიის პირობებში დაუღალავად შრომობენ.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია მადლიერების გამოხატვა ექიმებისთვის, რომლებიც თითოეული სიცოცხლისთვის იბრძვიან. ჩვენი ცენტრი სიამოვნებით შეუერთდა ამ ინიციატივას, რადგან ვთვლით, რომ დღეს ყველაზე მეტად მათ სჭირდებათ ჩვენი გვერდში დგომა. ასევე, მნიშვნელოვანია ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი იყოს თუ რა სახის დახმარებას უწევს ევროკავშირი საქართველოს პანდემიის დროს, რადგან ჩვენი ქვეყნისთვის მათი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია“ – განაცხადა საინფორმაციო ცენტრის იმერეთის ბიუროს წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ.

აქცია ქუთაისის ქალთა კლუბის ორგანიზებით გაიმართა, რომელმაც ექიმებს პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ფასიანი საჩუქრები გადასცა.