საინფორმაციო ცენტრი აჭარის საყმაწვილო-სასკოლო დასების თეატრალურ ფესტივალში „პირველი ავტოგრაფი“ ჩაერთო

დეკემბერი 5, 2021

05.12.21 – ბათუმი

ბათუმში ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში აჭარის საყმაწვილო-სასკოლო დასების თეატრალური ფესტივალის „პირველი ავტოგრაფი“ დახურვის ღონისძიება გაიმართა.

საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ფესტივალის მხარდამჭერი იყო, რომელმაც 17 დასის 250 მოსწავლიდან 2 განსაკუთრებულად შესრულებული როლისთვის დააჯილდოვა. გამარჯვებულებს საჩუქრები საინფორმაციო ცენტრის იმერეთის ბიუროს წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ გადასცა.

ფესტივალი „პირველი ავტოგრაფი“ 27 ნოემბრიდან 5 დეკემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა, რომლის მხარადამჭერი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტრო იყო.