საინფორმაციო ცენტრი ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლის შემეცნებით ღონისძიებაში ჩაერთო
დეკემბერი 23, 2022
23.12.22 – ბათუმი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა, ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლის მიერ მომზადებულ შემეცნებითი ღონისძიებაში მიიღო მონაწილოება.
საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიონში ირმა გაბინაშვილმა, მსმენელებს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობაზე, თანამდევ ეტაპებსა და გამოწვევებზე მიაწოდა ინფორმაცია. ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოს ურთიერთობებსა და სამომავლო პერსპექტივებზე.
ღონისძიების მონაწილეებმა წარმოადგინეს ნატო-ს საქმიანობის თემატიკაზე მომზადებული სხვადასხვა ფორმატის პრეზენტაციები და დებატების ფორმატში იმსჯელეს აქტუალურ საკითხებზე.
ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგმა თინათინ ხინიკაძემ, ახალგაზრდების სხვადასხვა პროექტებში ჩართულობაზე ისაუბრა და სამომავლოდ, საინფორმაციო ცენტრთან კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.