საინფორმაციო ცენტრი ბათუმში, USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის მოხალისეობის ფორუმს შეუერთდა

დეკემბერი 6, 2022

06.12.22 – ბათუმი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი, ბათუმში, USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის მოხალისეობის ფორუმს შეუერთდა.

შეხვედრას აჭარის რეგიონის 40-მდე საჯარო და კერძო სკოლის წარმომადგენელი ესწრებოდა.

საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიონში ირმა გაბინაშვილმა, ფორუმის მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის საქმიანობასა და დაგეგმილ აქტივობებზე მიაწოდა ინფორმაცია. საუბარი შეეხო ევროპული ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობასა და პრიორიტეტებს. ყურადღება გამახვილდა სამოქალაქო სექტორთან აქტიურ კომუნიკაციაზე და ხაზი გაესვა „BEDEC“ ბათუმის განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრთან თანამშრომლობას, რომელიც USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის უცვლელი პარტნიორია აჭარის რეგიონის მასშტაბით.

ფორუმზე მოსწავლეთა თვითმმართველობებისა და სამოქლაქო კლუბების წევრებმა მათ მიერ სკოლასა და თემში მოხალისეობრივი კამპანიის „გახდი ჩემი მოხალისე“ ფარგლებში განხორციელბული წარმატებული მოხალისეობრივი ინიციტივები წარმოადგინეს. ფორუმის მონაწილეებმა აუდიტორიას მოხალისეობრივი საქმიანობის ახალი იდეები, სხვადასხვა ფორმატის აქტივობების ისტორია გაუზიარეს და იმსჯელეს ახალგაზრდებისთვის აქტუალურ საკითხებზე.

საუკეთესო და წარმატებული მოხალისეობრივი ინიციტივების ავტორები და მოსწავლეთა ინიციტივებში ჩართული მოქალაქეები სერთიფიკატებით დაჯილდოვდნენ. USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის კამპანიის “გახდი ჩემი მოხალისე” ფარგლებში, სერტიფიკატი გადაეცა საინფორმაციო ცენტრისაც, მოხალისეობრივი საქმიანობის ხელშეწყობისა და სამოქალაქო განათლების პროგრამის აქტიური მხარდაჭერისთვის.

პრეზენტაციების თითოეულ წარმდგენ სასკოლო კლუბს კი საინფორმაციო ცენტრისგან საიმიჯო მასალები და თემატური ლიტერატურა გადაეცათ.