საინფორმაციო ცენტრი ევროკავშირის თემატიკაზე მომზადებულ მასშტაბურ შემეცნებით-სანახაობით აქტივობებში ჩაერთო

ნოემბერი 17, 2022

17.11.22 – ხელვაჩაური

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ევროკავშირის თემატიკაზე მომზადებულ მასშტაბურ შემეცნებით-სანახაობით აქტივობებში ჩაერთო.

ღონისძიების დევიზია „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ და მის მიზანს წარმოადგენს ევროპული ქვეყნების კულტურის, გამოცდილების გაზიარება და საერთო ფასეულობების პოპულარიზება.

ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიონში, საინფორმაციო სტენდი წარადგინა და ვიზიტორებს ევროკავშირისა და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შესახებ თემატური ლიტერატურა და შემეცნებითი გამოცემები შესთავაზა.

ღონისძიებაზე მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებმა სპეციალურად მოწყობილ კუთხეებში გამოფინეს ევროპული ქვეყნებისთვის დამახასიათებელი ტრადიციები, ინსცენირებები, კოსტიუმირებული პერფომანსები და კულინარია.

ასევე, ღონისძიებას ადგილობრივი მუნიციპალიტეტის, აჭარის მთავრობის, განათლების კულტურის და სპორტის სამინისტროს, უმაღლესი საბჭოსა და სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები და ფართო საზოგადოება ესწრებოდნენ.

ღონისძიება „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ ხელვაჩაურის რესურცენტრის ორგანიზებითა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მხარდაჭერით გაიმართა.