საინფორმაციო ცენტრი ევროკავშირისა და გაეროს განვითარების ფონდის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის შემაჯამებელ შეხვედრაში ჩაერთო

ოქტომბერი 8, 2022

08.10.22 – აჭარა

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების ფონდის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის შემაჯამებელ შეხვედრაში ჩაერთო, რომელსაც რეგიონის საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები და სამოქალაქო სექტორში დასაქმებული პირები ესწრებოდნენ.

საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიონში ირმა გაბინაშვილმა, შეხვედრის მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის პრიორიტეტები, განხორციელებული და დაგეგმილი აქტივობები გააცნო და ევროინტეგრაციის შესახებ საზოგადოების სწორად ინფორმირებისა და სხვადასხვა სამიზნე ჯგუფთან კომუნიკაციების წარმოების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ იმ პროგრამებზე, რომლებში ჩართულობაც საქართველოს მოქალაქეებისთვის არის ხელმისაწვდომი. საუბარი, ასევე, შეეეხო დეზინფორმაციისა და პროპაგანდისგან მომდინარე საფრთხეებსა და მათთან გამკლავების მეთოდებს.

პროექტის შეჯამების სადისკუსიო შეხვედრის მონაწილეებმა, აგრეთვე, იმსჯელეს ასოციაცია „ერთმანეთისთვის“ მიერ ორგანიზებული პროექტის – “დასაქმების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა აჭარის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები მოწყვლადი ჯგუფებისთვის“ ფარგლებში განხორციელებულ აქტოვობებზე, რომლებიც 3 თვის მანძილზე გრძელდებოდა და რომელშიც, დაინტერესებულ პირებთან ერთად, ადგილობრივი შშმპ თემის წარმომადგენლებიც აქტიურად მონაწილეობდნენ.