საინფორმაციო ცენტრი ღონისძიებაში „მე მიყვარს ხობი“ ჩაერთო
ოქტომბერი 25, 2022
25.10.22 – ხობი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი ღონისძიებაში „მე მიყვარს ხობი“ ჩაერთო.
საინფორაციო ცენტრის სტენდთან მისულ მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ ცენტრის საქმიანობასა და ჩართულიყვნენ თემატურ ვიქტორინაში, რომლის მონაწილეებსაც ცენტრის მიერ მომზადებული ლიტერატურა და საიმიჯო მასალები გადაეცათ.
ღონისძიებაში ქ. ხობის საჯარო სკოლებიდან საინფორმაციო ცენტრის მოხალისეებიც მონაწილეობდნენ.
ქალაქ ხობში, მთელი დღის განმავლობაში, საზეიმო, სპორტულ-გასართობი, კულტურული და შემეცნებითი ღონისძიებები მიმდინარეობდა.
ღონისძიება „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრის“ ორგანიზებითა და ხობის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.