საინფორმაციო ცენტრი გოეთეს ინსტიტუტის მედიათეკის მიერ, ქალაქ ბოლნისში ორგანიზებულ ღონისძიებაში ჩაერთო

ნოემბერი 11, 2022

11.11.22 – ბოლნისი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი, გოეთეს ინსტიტუტის მედიათეკის მიერ ქალაქ ბოლნისში ორგანიზებულ ღონისძიებაში ჩაერთო.

ბოლნისის მუზეუმში გამართულ შეხვედრაზე, ქვემო ქართლის რეგიონში საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა, თემურ სუყაშვილმა ევროპულ ღირებულებებსა და საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების კუთხით ევროკავშირის როლზე ისაუბრა.

შეხვედრის მეორე ნაწილში მონაწილეებმა ინფორმაცია მიიღეს ევროკავშირის საგანმანათლებლო პროგრამის Erasmus+ შესაძლებლობებსა და სხვადასხვა გაცვლით პროექტებზე.

შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის მასალები გადაეცათ.