საინფორმაციო ცენტრი ხულოს მუნიციპალიტეტში გამართულ სპორტულ მარათონში ჩაერთო

სექტემბერი 19, 2022

19.09.22 – ხულო

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის, აჭარის ა.რ. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრისა და საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ მხარდაჭერით, მწვანე ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე სპორტული მარათონი ჩატარდა.

სპორტულ მარათონზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა მაღალმთიანი აჭარის რეგიონში ბექა ჯოყილაძემ, მოსახლეობას საინფორმაციო ცენტრის საქმიანობა, არსებული მიღწევები და სამომავლო გეგმები გააცნო. ყურადღება გამახვილდა ევროპულ ღირებულებებსა და ჯანსაღი ცხოვრების წესზე.

ღონისძიებაზე მოსულ ადგილობრივ მოსახლეობას საინფორმაციო ცენტრის საიმიჯო და თემატური მასალები გადაეცათ.

ღონისძიების დასასრულს გაიმართა მცირე ვიქტორინა, სადაც გამარჯვებულები საინფორმაციო ცენტრისგან სამახსოვრო პრიზებით დაჯილდოვდნენ.