საინფორმაციო ცენტრი მარნეულის ამერიკული კუთხის პროექტში “თემის ელჩები” ჩაერთო
ნოემბერი 25, 2022
25.11.22 – სოფელი წითელსოფელი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი მარნეულის ამერიკული კუთხის პროექტში “თემის ელჩები” ჩაერთო.
მარნეულის მუნიციპალუტეტის სოფელ წითელსოფელში ჩატარებულ შეხვედრაზე, საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა ქვემო ქართლის რეგიონში თემურ სუყაშვილმა, მონაწილეებს ევროკავშირის გარემოს დაცვით პოლიტიკაზე, ევროკავშირის ეგიდით მიღებულ სხვადასხვა აქტზე მიაწოდა ინფორმაცია და ევროპის ქვეყნების პრაქტიკული მაგალითები გაუზიარა.
ყურადღება გამახვილდა ასოცირების შეთანხმების მე-3 თავზე, რომელიც საქართველოში გარემოს დაცვის კუთხით გასატარებელ რეფორმებსა და გადასადგმელ ნაბიჯებს ეხება.
ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია გასვლითი შეხვედრები მარნეულის მუნიციპალიტეტის კიდევ 2 სოფელში.