საინფორმაციო ცენტრი მარნეულის ამერიკული კუთხის პროექტში “თემის ელჩები” ჩაერთო
დეკემბერი 2, 2022

02.12.22 – სოფელი კაჩაგანი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი, მარნეულის ამერიკული კუთხის პროექტში „თემის ელჩები“ ჩაერთო.
პროექტის ფარგლებში მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჩაგანში რიგით მე-4 შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა ქვემო ქართლის რეგიონში თემურ სუყაშვილმა, მონაწილეებს ევროკავშირის გარემოს დაცვით პოლიტიკაზე, ევროკავშირის ეგიდით მიღებულ სხვადასხვა აქტზე მიაწოდა ინფორმაცია და ევროპის ქვეყნების პრაქტიკული მაგალითები გაუზიარა.
ყურადღება გამახვილდა ასოცირების შეთანხმების მე-3 თავზე, რომელიც საქართველოში გარემოს დაცვის კუთხით გასატარებელ რეფორმებსა და გადასადგმელ ნაბიჯებს ეხება.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.