საინფორმაციო ცენტრი მარნეულის ამერიკული კუთხის პროექტში “თემის ელჩები” ჩაერთო

ნოემბერი 22, 2022

22.11.22 – მარნეული

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი მარნეულის ამერიკული კუთხის პროექტში “თემის ელჩები” ჩაერთო.

მარნეულის მუნიციპალიტეტის N6 საჯარო სკოლაში ჩატარებულ შეხვედრაზე, საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა ქვემო ქართლის რეგიონში თემურ სუყაშვილმა, მონაწილეებს ევროკავშირის გარემოს დაცვით პოლიტიკაზე, ევროკავშირის ეგიდით მიღებულ სხვადასხვა აქტზე ესაუბრა და ევროპის ქვეყნების პრაქტიკული მაგალითები გაუზიარა.

შეხვედრის მეორე ნაწილში ყურადღება გამახვილდა ასოცირების შეთანხმების მე-3 თავზე, რომელიც ეხება საქართველოში გარემოს დაცვის კუთხით გასატარებელ რეფორმებსა და გადასადგმელ ნაბიჯებს. თემურ სუყაშვილმა მონაწილეებს გააცნო ის სამართლებრივი აქტები, რომლებიც სწორედ ასოცირების შეთანხმების შემდეგ იქნა მიღებული.