საინფორმაციო ცენტრი მასშტაბურ ფორუმს „დიალოგი 2022“ შეუერთდა

ნოემბერი 27, 2022

27.11.22 – აჭარა

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი, აჭარის ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრისა და ევროსაბჭოს პროგრამის „ახალგაზრდობა აცოცხლებს დემოკრატიას: დემოკრატია აქ/დემოკრატია ახლა“ ფარგლებში ორგანიზებულ მასშტაბურ ფორუმს „დიალოგი 2022“ შეუერთდა.

ფორუმში ევროპის კონტინენტის 13 ქვეყნის უცხოელი და ქართველ ახალგაზრდები მონაწილეობდნენ.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიონში ირმა გაბინაშვილმა, თემატური ჯგუფების პრეზენტაციის ფორმატში უცხოელ და ქართველ სტუდენტებს ცენტრის საქმიანობის პრიორიტეტები, პროგრამები, პროექტები, აგრეთვე, სოციალური პლატფორმები და ელექტრონული რესურსები გააცნო და ყურადღება გაამახვილა დეზინფორმაციასთან ბრძოლის სტრატეგიებზე; ფორუმის მონაწილეებმა ამ მიმართულებით თავიანთი ქვეყნების გამოცდილებაზე ისაუბრეს და ახალგაზრდებისთვის აქტუალურ იმ საკითხებზე იმსჯელეს, რომლებიც თანამედროვე მსოფლიოში ყველასთვის თანაბრად საგულისხმო გამოწვევებად მიიჩნევა.

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ფორუმი „დიალოგი 2022“ აჭარაში 4 დღის მანძილზე მიმდინარეობდა და მას ევროპის საბჭოს ახალგაზრდული დეპარატამენტის წარმომადგენლები: ევროპის საბჭოს ახალგაზრდული სადამკვირებლო კომიტეტის (CDEJ) და ევროპის საბჭოს ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს (CCJ) წარმომადგენლები, ევროპის საბჭოს ახალგაზრდული ფონდის (EYF) კოორდინატორი და ევროპის ახალგაზრდული ფორუმის რეგიონული კურატორი ესწრებოდა.

საერთაშორისო ფორუმი „დიალოგი 2022“ ჩაქვის სარეკრეაციო კომპლექსის „ოაზისის“ საკონფერენციო დარბაზში პანელური შეხვედრით დასრულდა, სადაც ფორუმის მონაწილე ახალგაზრდებს საშუალება ჰქონდათ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან აქტიური დისკუსია გაემართათ.