საინფორმაციო ცენტრი პროექტის “დასაქმების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა აჭარის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები მოწყვლადი ჯგუფებისთვის“ მონაწილეებთან გამართულ შეხვედრაში ჩაერთო
აგვისტო 18, 2022
18.08.22 – აჭარა
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი, ასოციაციის „ერთმანეთისთვის“ მიერ UNDP-ისგან მხარდაჭერილი პროექტის – “დასაქმების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა აჭარის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები მოწყვლადი ჯგუფებისთვის“ მონაწილეებთან გამართულ შეხვედრაში ჩაერთო.
საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიონში ირმა გაბინაშვილმა, შეხვედრის მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის პრიორიტეტები, განხორციელებული და დაგეგმილი აქტივობები გააცნო და ევროინტეგრაციის შესახებ საზოგადოების სწორად ინფორმირებისა და სხვადასხვა სამიზნე ჯგუფთან კომუნიკაციის წარმოების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ იმ პროგრამებზე, რომლებში ჩართულობაც საქართველოს მოქალაქეებისთვის არის ხელმისაწვდომი, მათ შორის პროგრამა ENPARD და საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამა ERASMUS + შესაძლებლობებზე. საუბარი, ასევე, შეეეხო დეზინფორმაციისა და პროპაგანდის გავლენების საფრთხეებსა და მათთან გამკლავების მეთოდებს.
შეხვედრაზე, ასევე, განიხილეს ის მითები და სტერეოტიპები, რომლებიც შშმ პირების და სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლების სრულფასოვნად ადაპტირების პროცესს ახლავს თან და საზოგადოების ყველა სფეროში ინტეგრირების გაცნობიერებულ არჩევანს უკავშირდება.
სემინარზე დამსწრე 50 -მდე ბენეფიციარმა, აგრეთვე, მიიღო ინფორმაცია სხვადასხვა მოწვეული სპიკერისგან, საზოგადოებაში არსებული სტიგმის, თვითშეფასების ამაღლების, ბენეფიციართა უფლებრივი მდგომარეობის, პროფესიული უნარების, კომუნიკაციისა და დასაქმების გზების ძიების შესახებ.
ასოციაციის „ერთმანეთისთვის“ დამფუძნებელმა, სოფიო ბაკურიძემ კი ხაზი გაუსვა აჭარის რეგიონში მცხოვრები შშმ პირებისა და მოწყვლადი ჯგუფებისთვის კონკრეტულ შედეგებზე გათვლილი პროექტების დაგეგმვა-განხორციელების აქტუალობას და ყურადღება გაამახვილა მათში რეგიონში მოქმედი სხვადასხვა საჯარო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების ჩართულობის მნიშვნელობაზე.
შეხვედრის დასასრულს, თითოეულ მონაწილეს საინფორმაციო ცენტრისგან თემატური ლიტერატურა და საინფორმაციო მასალები გადაეცათ.
აღსანიშნავის, რომ ასოციაციის „ერთმანეთისთვის“ მიერ ორგანიზებული პროექტის – “დასაქმების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა აჭარის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები მოწყვლადი ჯგუფებისთვის“ ფარგლებში დაგეგმილ აქტოვობებში, რომლებიც 3 თვის მანძილზე გაგრძელდება, დაინტერესებულ პირებთან ერთად, ადგილობრივი შშმპ თემის წარმომადგენლებიც აქტიურად ჩაერთვებიან.