საინფორმაციო ცენტრი პროექტის – „შენი იდეის ელჩი“ ფარგლებში მომზადებულ შემეცნებით ღონისძიებაში ჩაერთო

ივლისი 28, 2022

28.07.22 – ბათუმი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი, ბათუმის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრისა „BEDEC“ და ბათუმის მერიის ახალგაზრდა მრჩეველთა საბჭოს ერთობლივი პროექტის – „შენი იდეის ელჩი“ ფარგლებში მომზადებულ შემეცნებით ღონისძიებაში ჩაერთო.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიონში ირმა გაბინაშვილმა, მსმენელებს ევროპული ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობაზე, თანმდევ ეტაპებსა და გამოწვევებზე მიაწოდა ინფორმაცია.

შეხვედრის დასასრულს დისკუსია გაიმართა, რომელშიც ბათუმის მერიის განათლების, კულტურისა და ახლგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი მერაბ ქიძინიძე, ბათუმის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრის „BEDEC“ ხელმძღვანელი მაია ქათამაძე, პროექტის კოორდინატორი მარიამ ტარიელაძე და რეგიონის განათლების სფეროს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ასევე, ღონისძიების დასასრულს, პროექტის მონაწილეებმა წარმოადგინეს სხვადასხვა ფორმატის პრეზენტაციები და იმსჯელეს ახალგაზრდებისთვის აქტუალურ საკითხებზე, პროექტის საუკეთესო მონაწილეებს კი საინფორმაციო ცენტრისგან სიმბოლური პრიზები გადაეცათ.