საინფორმაციო ცენტრი პროექტში „სამოქალაქო განათლება ევროკავშირის შესახებ არსებული დეზინფორმაციის წინააღმდეგ“ ჩაერთო
ოქტომბერი 26, 2020
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის რეგიონული წარმომადგენელი ქვემო ქართლში თემურ სუყაშვილი, პროექტში „სამოქალაქო განათლება ევროკავშირის შესახებ არსებული დეზინფორმაციის წინაარღმდეგ“ ჩაერთო.
ონლაინ სემინარის ფარგლებში საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა თბილისის 182-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის შესახებ არსებულ მითებსა და მათ გავლენაზე ანტიდასავლური განწყობების ფორმირებაში მონაწილეებმა, ასევე, საქართველო ევროკავშირის ურთიერთობების მნიშვნელოვან დეტალებზე მიიღეს ინფორმაცია.
პროექტი „სამოქალაქო განათლება ევროკავშირის შესახებ არსებული დეზინფორმაციის წინაარმდეგ” ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით სამოქალაქო განათლების ფორუმის მიერ ხორციელდება.