საინფორმაციო ცენტრი რეგიონულ ფორუმს ,,სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები რეგიონის განვითარებისათვის“ შეუერთდა

ოქტომბერი 19, 2022

19.10.22 – ამბროლაური

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი, რეგიონულ ფორუმს ,,სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები რეგიონის განვითარებისათვის“ შეუერთდა.

ფორუმის მიზანს რეგიონში მოქმედი სათემო კავშირების, სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ბიზნეს სუბიექტების, სოციალური საწარმოების საქმიანობის გამოფენა/პრეზენტაცია წარმოადგენდა, რათა გაიზარდოს ინტერესი და ცნობადობა მათი საქმიანობისა და მიღწევების შესახებ რეგიონის განვითარებაში.

საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში თამარ გოგოლაძემ, ფორუმის ფარგლებში სპეციალურად მოწყობილ სტენდთან ვიზიტორებსა და ადგილობრივ მოსახლეობას საინფორმაციო ცენტრის საქმიანობა და პრიორიტეტები გააცნო. ასევე, დამთვალიერებელს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ მომზადებულ თემატურ საინფორმაციო მასალებს.

მოსწავლეებისთვის გაიმართა მცირე ვიქტორინა და გამარჯვებულებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

ფორუმი რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონული ჰაბის – ფონდი ,,აფხაზინტერკონტის“ (AIC) ორგანიზებით ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის ,,სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საქართველოს განვითარებისათვის (2021-2025) ფარგლებში გაიმართა.