საინფორმაციო ცენტრი სახალხო დღესასწაულს “შემოდგომა ქედაში” შეუერთდა

ნოემბერი 15, 2022

15.11.22 – ქედა

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი სახალხო დღესასწაულს “შემოდგომა ქედაში” შეუერთდა და საინფორმაციო სტენდი წარადგინა.

საინფორმაციო სტენდთან მისულ სტუმრებს ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიონში ირმა გაბინაშვილმა, საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ვიზიტორებს, ასევე, საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ სტენდთან გამოფენილ თემატურ ლიტერატურასა და საინფორმაციო მასალებს. სახალისო ვიქტორინის ფორმატში კი, ყველაზე აქტიურ მსმენელებს ცენტრისგან სამახსოვრო პრიზებიც გადაეცათ.

ღონისძიებაზე, ასევე, წარმოდგენილი იყო ქედის ისტორიული ფოტოები, პუბლიკაციები, ეთნოგრაფიული, სამუზეუმო ექსპონანტები; ასევე, ქსოვის, რეწვის, ხეზე კვეთისა და ფოლკლორული ნიმუშები.

სახალხო დღესასწაული ,,შემოდგომა ქედაში“, რომელიც სტუმართმასპინძლობის, ძირძველი ტრადიციების წარმოჩენისა და მეგობრობისა ნიშნად ყოველ წელს იმართება, წელსაც განსაკუთრებული ხალხმრავლობით იყო გამორჩეული და მას ადგილობრივი სახელისუფლებო წრეების, რეგიონის მთავრობისა და სამინისტროების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.