საინფორმაციო ცენტრი სახალხო დღესასწაულში „ბაღდათლობა“ ჩაერთო
ოქტომბერი 30, 2022

30.10.22 – ბაღდათი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი, ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის მიწვევით სახალხო დღესასწაულში „ბაღდათლობა“ ჩაერთო.
ასე ქვია ღონისძიებას, რომელიც ყოველწლიურად იმართება და სხვადასხვა აქტივობებს მოიცავს.
საინფორაციო ცენტრის სტენდთან მისულ მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ ცენტრის საქმიანობასა და ჩართულიყვნენ სახალისო ვიქტორინაში, რომლის მონაწილეებსაც ცენტრის მიერ მომზადებული ლიტერატურა და საიმიჯო მასალები გადაეცათ.
საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა იმერეთის რეგიონში მარიკა ვაჭარაძემ, სპორტის რამდენიმე სახეობაში პირველი ადგილის მფლობელ ახალგარზდებს გამარჯვება მიულოცა და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.