საინფორმაციო ცენტრი საუნივერსიტეტო საჭადრაკო ტურნირს შეუერთდა

ივლისი 15, 2022

15.07.22 – ბათუმი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი, ბსუ-ს სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტთან თანამშრომლობით, საუნივერსიტეტო საჭადრაკო ტურნირს შეუერთდა და გამარჯვებული სპორტსმენების დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.

საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიონში ირმა გაბინაშვილმა, ტურინირის მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის პრიორიტეტები და სამომავლო გეგმები გააცნო და საუკეთესო მოთამაშეებს ცენტრისგან სამახსოვრო პრიზები გადასცა.

თავის მხრივ, ტურნირის ორგანიზატორებმა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრს ღონისძიების “ზებურ ავალიანის თასი-2022” მხარდაჭერისთვის მადლობის სიგელი გადასცეს.

დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობდნენ აჭარის ჭადრაკის ფედერაციის, ბსუ-ს ადმინისტრაციისა და ბათუმის საჭადრაკო კლუბის „ნონა“ წარომადგენლები. ტურნირი 7 ტურად, შვეიცარული სისტემით გაიმართა და მასში 60-მდე სტუდენტი, პროფესორ-მასწავლებელი და ნორჩი მოჭადრაკე ასპარეზობდა.