საინფორმაციო ცენტრი შეხვედრაში “ერასმუს+ გაცვლითი პროგრამის შესახებ” ჩაერთო

მარტი 11, 2023

11.03.23 – ბათუმი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი ახალგაზრდა ევროპელი ელჩების ინიციატივის პროგრამის წარმომადგენლების მიერ ორგანიზებულ შეხვედრაში “ერასმუს + გაცვლითი პროგრამის შესახებ” ჩაერთო.

საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი აჭარის რეგიონში ირმა გაბინაშვილი, ღონისძიების მონაწილეებს ბათუმის თავისუფალ სივრცეში შეხვდა და საინფორმაციო ცენტრის საქმიანობაზე, პრიორიტეტებსა და ახალგაზრდებისთვის გახსნილ შესაძლებლობებზე ესაუბრა. ყურადღება გამახვილდა დეზინფორმაციის საფრთხეებსა და ამ კუთხით საზოგადოების სწორად ინფორმირების მნიშვნელობაზე.

შეხვედრის განმავლობაში სტუდენტებმა, რომლებიც ბოლო წლებში ერასმუს + გაცვლითი პროგრამით იმყოფებოდნენ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, მსმენელებს თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს და პროგრამის შესახებ ამომწურავად ისაუბრეს.

დასასრულს გაიმართა დისკუსია საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებსა და ევროინტეგრაციის პერსპექტივების შესახებ.