საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიურო კონფერენციაში „ევროკავშირის უსაფრთხოება“ ჩაერთო
დეკემბერი 20, 2020
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიურო YATA Georgia – საქართველოს ატლანტიკური ხელშეკრულების ახალგაზრდული ასოციაციის მიერ ორგანიზებულ სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციის „ევროკავშირის უსაფრთხოება“ მუშაობაში ჩაერთო.
კონფერენციაზე საინფორმაციო ცენტრის აჭარის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ირმა გაბინაშვილმა, საინფორმაციო ცენტრის მიზნებსა და პრიორიტეტებზე ისაუბრა, ხაზი გაუსვა ცენტრის მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ იმ აქტივობებს, რომლებიც სტუდენტებისა და ახალგაზრდებისთვის საინტერესო საკითხებზეა ფოკუსირებული, მათ შორის, ნატოს შესახებ „ჩართულობის აკადემია“ ფარგლებში მიმდინარე ვებინარებზე.
YATA Georgia – ს პროექტის ,,ევროკავშირის უსაფრთხოება – სტუდენტური კონფერენცია 2020“ ფარგლებში სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ ჩაეტარებინათ სამაგიდო კვლევა, შეესწავლათ და შეეფასებინათ ევროკავშირის უსაფრთხოების გამოწვევები. მათ მიერ კონფერენციაზე წარმოდგენილი ნაშრომების განხილვისას, საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა ყურადღება გაამახვილა ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მიღწევებზე და ამ პროცესში არსებულ გამოწვევებზე, საზოგადოების სწორად ინფორმირებისა და სტრატეგიული კომუნიკაციების წარმოების მნიშვნელობაზე.
კონფერენციის დასასრულს, გამოვლინდა სამი საუკეთესო ნაშრომი.