საინფორმაციო ცენტრის აჭარის რეგიონულმა წარმომადგენელმა სტუდენტურ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

ივნისი 11, 2022

11.06.22 – აჭარა

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის აჭარის რეგიონულმა წარმომადგენელმა სტუდენტურ კონფერენციაში „ევროპა, საქართველო და ჩვენ” მიიღო მონაწილეობა.

კონფერენციაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიონში ირმა გაბინაშვილმა, ევროინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობაზე, პერსპექტივებზე, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებით ქვეყნისთვის გახსნილ ახალ შესაძლებლობებსა და იმ სარგებელზე ისაუბრა, რომელიც საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის არის ხელმისაწვდომი. საუბარი შეეხო ევროკავშირის მიერ დაფინასებულ პროგრამებს განათლების მიმართულებით.

მომხსენებელმა, ასევე, საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის პრიორიტეტებზე ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა ევროინტეგრაციის შესახებ საზოგადოების სწორად ინფორმირებისა და სხვადასხვა სამიზნე ჯგუფთან, განსაკუთრებით კი, სტუდენტებთან პროაქტიული კომუნიკაციების წარმოების მნიშვნელობა.

ღონისძიებას ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები და პროფესორ-მასწავლებლები ესწრებოდნენ.