საინფორმაციო ცენტრის დირექტორი დეზინფორმაციასთან გამკლავების საკითხებზე ევროკავშირისა და ნატო-ს ერთობლივ ვებინარში მონაწილეობდა
ოქტომბერი 13, 2020
ნატოსა და ევროკავშირის ერთობლივ ვებინარზე “დეზინფორმაციის მიმართ საქართველოს მედეგობის გაძლიერება” განიხილეს დეზინფორმაციის წინააღმდეგ საქართველოს მედეგობის გაძლიერება, რა როლი აქვს სამოქალაქო საზოგადოებას, მედიასა და საგანმანათლებლო დაწესებულებებს, ნატო-სა და ევროკავშირის გამოცდილება დეზინფორმაციასთან ბრძოლის კუთხით, როგორ შეიძლება გავაძლიეროთ პარტნიორობა ამ მიმართულებით.
შეხვედრის ფარგლებში თამარა წულეისკირმა დეზინფორმაციასთან გასამკლავებლად ცენტრის გამოცდილებაზე, ამ კუთხით მიმდინარე და დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა. ყურადღება გაამახვილა სტრატეგიული კომუნიკაციების განვითარების, როგორც გამოწვევებთან ბრძოლის საშუალებაზე და ამ მიმართულებით ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვის შესაძლებლობები აღნიშნა.
ვებინარი აქტიური დისკუსის რეჟიმში წარიმართა და მონაწილეებმა ერთმანეთს დეზინფორმაციის ბრძოლის კუთხით არსებული გამოცდილება გაუზიარეს. დასახელდა ახალი, ყალბი, პანდემიას მორგებული გზავნილები, რომელიც ვრცელდება როგორც საქართველოში, ისე მსოფლიო მასშტაბით და დასავლური ინსტიტუტების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.
ვებინარში საქართველოს საჯარო უწყებებიდან სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულებით მომუშავე პირები და ნატო-სა და ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის სტრატეგიული კომუნიკაციების ექსპერტები მონაწილეობდნენ.