საინფორმაციო ცენტრის იმერეთის ბიურო გოგონათა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ონლაინ შეხვედრას შეუერთდა

ოქტომბერი 11, 2020

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის იმერეთის ბიურო, გოგონათა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ონლაინ შეხვედრაში ჩაერთო. შეხვედრა ასოციაციის „ჰერა XXI“ ორგანიზებით გაიმართა.

საინფორმაციო ცენტრის იმერეთის ბიუროს წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ საქართველოში ქალთა უფლებებსა და გოგონათა მიმართ არსებულ სტრეოტიპებზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა იმ დირექტივებზე, რომელიც საკანონმდებლო დონეზე გოგონათა და ქალთა გაძლიერებასა და მეტ ჩართულობას უზრუნველყოფს გადაწყვეტილების მიღების პროცესში.