საინფორმაციო ცენტრის იმერეთის რეგიონის წარმომადგენელი საქართველოს შშმპ ფედერაციის მიერ დაგეგმილ აქტივობაში ჩაერთო
ივნისი 14, 2022
14.06.22 – ქუთაისი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი იმერეთის რეგიონში მარიკა ვაჭარაძე, საქართველოს შეზღუდული შესაძლებლობები მქონე პირთა ფედერაციის „აღორძინება 2002“ მიერ დაგეგმილ აქტივობაში ჩაერთო, რომელიც 14 ივნისს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეს მიეძღვნა.
სპორტული აქტივობები, რომლებშიც 30-მდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი მონაწილებდა ქუთაისის მერიის მხარადაჭერით განხორციელდა.
სპორტულ აქტივობებში გამარჯვებულებს საჩუქრები საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა გადასცა.