საინფორმაციო ცენტრის სახალხო ღონისძიებაში „ბოლნისქალაქობა 2022“ ჩაერთო
სექტემბერი 30, 2022
30.09.22 – ბოლნისი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი, სახალხო ღონისძიებაში „ბოლნისქალაქობა 2022“ ჩაერთო.
სახალხო დღესასწაულთან დაკავშირებით ქალაქის ძველგერმანულ უბნებში, სხვადასხვა სახის ღონისძიებები მოეწყო. დაგეგმილ ღონისძიებებს შორის იყო გამოფენები, გასართობ-შემეცნებითი აქტივობები და ქვემო ქართლის მეწარმეთა კუთხეები.
საინფორმაციო ცენტრის სტენდთან მისულ სტუმრებს ცენტრის მიერ მომზადებული ლიტერატურა და საიმიჯო მასალები დაურიგდათ, ხოლო თემატური ვიქტორინის გამარჯვებულებს სიმბოლური პრიზები გადაეცათ.
„ბოლნისქალაქობა 2022“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით გაიმართა.