საინფორმაციო ცენტრის სამცხე ჯავახეთის ოფისს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი ეწვია
მარტი 23, 2023
23.03.23 – ახალქალაქი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის სამცხე-ჯავახეთის ოფისს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი
საქართველოში კელი დეგნანი ეწვია.
ელჩი ახალქალაქში მცხოვრებ ადგილობრივ ახალგაზრდებს შეხვდა.
კელი დეგნანმა მონაწილეებს საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობაზე, ამ პროცესებში ახალგაზრდების ჩართვასა და ახალქალაქში „ამერიკული თაროს“ გახსნის მნიშვნელობაზე ესაუბრა. ასევე, ყურადღება გაამახვილა ამერიკის საელჩოს მიერ დაფინანსებულ სხვადასხვა პრექტებზე.
საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში თეონა ზურაბაშვილმა მონაწილეებს ცენტრის საქმიანობისა და საქართველოში აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტების მნიშვნელობაზე მიაწოდა ინფორმაცია.