საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი ახალქალაქის დღისადმი მიძღვნილ სახალხო ღონისძიებაში ჩაერთო

სექტემბერი 3, 2022

03.09.22 – ახალქალაქი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ახალქალაქში, ქალაქის დღისადმი მიძღვნილ სახალხო ღონისძიებაში “ახალქალაქობა 2022″ ჩაერთო.

სახალხო დღესასწაულთან დაკავშირებით ქალაქის ცენტრალურ პარკში, სხვადასხვა სახის ღონისძიებები მოეწყო. დაგეგმილ ღონისძიებებს შორის იყო გამოფენები და სხვადასხვა ტიპის გასართობ-შემეცნებითი აქტივობები.

საინფორმაციო ცენტრის სტენდთან მისულ სტუმრებს ცენტრის მიერ მომზადებული ლიტერატურა და საიმიჯო მასალები, ხოლო თემატური ვიქტორინის გამარჯვებულებს სიმბოლური პრიზები გადაეცათ.

აღსანიშნავია, რომ „ახალქალაქობა 2022” ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით გაიმართა.