საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი აჭარის რეგიონში “ინტელექტუალური ვიქტორინის” ფინალში ჩაერთო
ივლისი 4, 2022
04.07.22 – ბათუმი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის „ინტელექტუალური ვიქტორინის“ 2022 წლის გაზაფხულის სეზონის ფინალურ თამაშში ჩაერთო და გამარჯვებული გუნდების დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიონში ირმა გაბინაშვილმა, მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის პრიორიტეტები გააცნო, ევროკავშირისა და ნატო-ს საკთხებზე შეკითხვები დასვა და გამოვლენილი გამარჯვებული გუნდების მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის მიერ დაწესებული სასაჩუქრე ნაკრებები გადასცა.
ინტელექტუალური ვიქტორინის დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობდნენ ბსუ-ს რექტორი მერაბ ხალვაში, რექტორის მოადგილე თამარ სირაძე და ვიქტორინის ორგანიზატორი, პროფესორი გიორგი მასალკინი, რომელმაც საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელს ინტელექტთამაშების მხარდაჭერისთვის მადლობის სიგელი გადასცა.
ვიქტორინის პროცესში, ასევე, ჩართულნი იყვნენ ბსუ-ს პროფესორ-მასწავლებლები და ინტელექტუალური კლუბის „რა,სად,როდის“ წამყვანი წარმომადგენლები ბათუმიდან და თბილისიდან.