საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი მაღალმთიანი აჭარის რეგიონში, ხულოს მუნიციპალიტეტში გამართულ „შუამთობის“ სახალხო დღესასწაულში ჩაერთო
აგვისტო 6, 2022
06.08.22 – მაღალმთიანი აჭარა
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის და აჭარის ა.რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს თანამშრომლობით, სახალხო დღესასწაული „შუამთობა“ გაიმართა.
სახალხო დღესასწაულზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა მაღალმთიანი აჭარის რეგიონში ბექა ჯოყილაძემ, მოსახლეობას საინფორმაციო ცენტრის საქმიანობა, არსებული მიღწევები და სამომავლო გეგმები გააცნო. ყურადღება გამახვილდა გავრცელებული დეზინფორმაციებიდან მომავალ საფრთხეებზე.
ღონისძიებაზე მოსულ ადგილობრივ მოსახლეობას საინფორმაციო ცენტრის საიმიჯო და თემატური მასალები გადაეცათ.
ღონისძიების დასასრულს გაიმართა მცირე ვიქტორინა, სადაც გამარჯვებულები საინფორმაციო ცენტრისგან სამახსოვრო პრიზებით დაჯილდოვდნენ.
აღსანიშნავია, რომ შუამთობა უძველესი ხალხური დღესასწაულია, რომელსაც ტრადიციულად აჭარის მთის ზონის მოსახლეობა ყოველი წლის აგვისტოს დასაწყისში აღნიშნავს. 1970-იანი წლების ბოლოდან დღემდე იგი განახლებული სახით ტარდება.
ღონისძიებას, ასევე, აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე, ა.რ. მთავრობის წევრები და საქართველოს პარლამენტისა და უმაღლესი საჭოს დეპუტატები ესწრებოდნენ.