საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი მაღალთიან აჭარაში, ხულოს მუნიციპალიტეტში გამართულ შემეცნებით-გასართობ ღონისძიებაში ჩაერთო

ივლისი 6, 2022

06.07.22 – ხულო

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის მიერ თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის ერთობლივი ორგანიზებით, მუნიციპალიტეტის მონაწილეობით ბიუჯეტის გაცნობასთან დაკავშირებით შემეცნებით-გასართობი შეხვედრა გაიმართა.

საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა მაღალმთიანი აჭარის რეგიონში ბექა ჯოყილაძემ, მოსახელობას საინფორმაციო ცენტრის საქმიანობა, არსებული მიღწევები და სამომავლო გეგმები გააცნო. ყურადღება გამახვილდა გავრცელებულ დეზინფორმაციებსა და მასთან ბრძლის გზებზე.

ღონისძიების დასასრულს გაიმართა მცირე ვიქტორინა, სადაც გამარჯვებულებს სამახსოვრო საჩუქრები, ხოლო საინფორმაციო ცენტრის სტენდთან მისულ მონაწილეებს ცენტრის საიმიჯო მასალები გადაეცათ.