საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი სამეგრელო-ზემო სვანეთში მოსწავლეებთან გამართულ შეხვედრაში „ერთად შევაჩეროთ ჩაგვრა (ბულინგი) სკოლებში“ ჩაერთო

ივლისი 6, 2022

06.07.22 – ზუგდიდი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი, ზუგდიდის ამერიკულ კუთხეში, მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებისთვის გამართულ შეხვედრაში – „ერთად შევაჩეროთ ჩაგვრა (ბულინგი) სკოლებში“ ჩაერთო.

ღონისძიებას უძღვებოდნენ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ანა ცანავა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამშრომელი ნათია სახოკია.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა ევროკავშირის წევრ სხვადასხვა ქვეყანაში სკოლაში ბულინგთან ბრძოლის გამოცდილებაზე ისაუბრა. საუბარი, ასევე, შეეხო სკოლაში ბულინგის გამოწვევებს, ბავშვთა უფლებებსა და ძალადობის ფორმებს.

შეხვედრა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ორგანიზებით, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრთან თანამშრომლობით გაიმართა.