საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი სამეგრელო-ზემო სვანეთში, ზუგდიდში მოხალისეობის რეგიონულ ფორუმში ჩაერთო

ივნისი 24, 2022

24.06.22 – ზუგდიდი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი, ზუგდიდში მოხალისეობის რეგიონულ ფორუმში ჩაერთო, რომლის მიზანია სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ახალგაზრდებში მოხალისეობის კულტურის პოპულარიზაცია.

ფორუმის ფარგლებში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მოქმედი სათემო კავშირების, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, ბიზნეს სუბიექტების, სოციალური საწარმოების საქმიანობის გამოფენა/პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა.

საინფორმაციო ცენტრის სტენდთან მისულ სტუმრებს ცენტრის მიერ მომზადებული ლიტერატურა და საიმიჯო მასალები, ხოლო თემატური ვიქტორინის გამარჯვებულებს სიმბოლური პრიზები გადაეცათ.

ამასთან, საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა სამეგრელო-ზემო სვანეთის ბიუროში ანა ცანავამ ახალგაზრდებს მოხალისეობრივ საქმიანობაში ჩართვა შესთავაზა.

მოხალისეობის რეგიონული ფორუმი ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ფარგლებში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრისა (EDEC) და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ჰაბის „ათინათი“ ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა.