საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი სამეგრელო-ზემო სვანეთში ზუგდიდში რეგიონულ ახალგაზრდულ ფორუმში ჩაერთო
ივნისი 18, 2022
18.06.22 – ზუგდიდი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გამართულ რეგიონულ ახალგაზრდულ ფორუმში ჩაერთო, რომლის მიზანია სამეგრელოში ახალგაზრდული საქმიანობის პოპულარიზაცია.
ფორუმის ფარგლებში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა, ახალგაზრდული ორგანიზაციების გამოფენაში მიიღო მონაწილეობა.
საინფორმაციო ცენტრის სტენდთან მისულ სტუმრებს ცენტრის მიერ მომზადებული ლიტერატურა და საიმიჯო მასალები, ხოლო თემატური ვიქტორინის გამარჯვებულებს სიმბოლური პრიზები გადაეცათ.
ახალგაზრდული ფორუმი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით გაიმართა.