საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიონში ონლაინ კონფერენციის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა
ივლისი 8, 2022

08.07.22 – ბათუმი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამეცნიერო ონლაინ კონფერენციის „ასოცირებული ტრიოს ევროპული ინტეგრაციის პოლიტიკური, სამართლებრივი და მმართველობითი პროცესი“ მუშაობაში მიიღო მონაწილეობა.
ონლაინ კონფერენციის მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი აჭარის რეგიონში ირმა გაბინაშვილი, ევროინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობაზე, პერსპექტივებზე და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებით ქვეყნისთვის გახსნილ ახალ შესაძლებლობებზე ესაუბრა. ყურადღება გამახვილდა ევროინტეგრაციის პროცესის თანამდევ გამოწვევებზე, ანტიდასავლურ პროპაგანდასა და დეზინფორმაციის გავრცელების არეალებსა და მასშტაბებზე.
ასევე, მომხსენებელმა საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის პრიორიტეტებზე ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა ევროინტეგრაციის შესახებ საზოგადოების სწორად ინფორმირებისა და სხვადასხვა სამიზნე ჯგუფთან, განსაკუთრებით კი-პროფეორ-მასწავლებლებთან პროაქტიური, სტრატეგიული კომუნიკაციების წარმოების მნიშვნელობა.
კონფერენციაში ბსუ-ს იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ მეცნიერებათა დეპარტამენტის პროფესორ-მასწავლებლები და საჯარო მმართველობისა და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობის სტუდენტები მონაწილეობდნენ.