საინფორმაციო ცენტრმა ბსუ-ს სტუდენტებისთვის გამართულ საჯარო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
მარტი 17, 2023
17.03.23 – ბათუმი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, გამართულ საჯარო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუმრად მყოფმა ბრიუსელში შექმნილი ორგანიზაციის „ევროპული ალიანსი საქართველოსთვის“ თანადამფუძნებელმა რომან სტრასემ მიმოიხილა ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების დინამიკა და პერსპექტივები, ყურადღება გაამახვილა ამ პროცესში არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე.
საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიონში ირმა გაბინაშვილმა კი საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე, ევროკავშირის მხარდაჭერასა და იმ პროგრამებზე ისაუბრა, რომლებიც ევროკავშირის ინსტიტუტების ჩართულობით ხორციელდება საქართველოში.
საჯარო ლეციის შემდეგ, რომან სტრასე საინფორმაციო ცენტრის აჭარის რეგიონულ ოფისს ესტუმრა და აჭარაში განხორციელებული აქტივობებისა და მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ მიიღო ინფორმაცია, შეხვედრაზე აქცენტი ახალგაზრდებთან ურთიერთობის მნიშვნელობაზე, უმაღლეს სასწავლებლებთან მჭიდრო თანამშრომლობასა და დასავლური ინტეგრაციის პროცესისადმი მათი გაცნობიერებული მხარდაჭერის გაძლიერებაზე გაკეთდა.