საინფორმაციო ცენტრმა გორელ და გორში დროებით მცხოვრებ უკრაინელ ახალგაზრდებს უმასპინძლა
მაისი 13, 2022
13.05.22 – თბილისი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრს გორელი და გორის მუნიციპალიტეტში დროებით მცხოვრები უკრაინელი ახალგაზრდები ეწვივნენ.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თამარა წულეისკირმა ახლაგაზრდებს საინფორმაციო ცენტრის საქმიანობისა და ძირითადი მიმართულებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. საუბარი, ასევე, შეეხო ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით ახალგაზრდების აქტიური ჩართულობის როლს.
შეხვედრა აქტიური დისკუსიის ფარგლებში წარიმართა და განიხილეს როგორც უკრაინაში მიმდინარე პროცესები, ასევე, გავრცელებული დეზინფორმაციული ნარატივები და მისგან მომდინარე საფრთხეები.
აღსანიშნავია, რომ ეს იყო გორის მუნიციპალიტეტში დროებით მცხოვრები უკრაინელი ახალგაზრდების ინტეგრაციის მიზნით პირველი ვიზიტი ქ. თბილისში, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და დემოკრატიული ჩართულობის მხარდაჭერის პროგრამის (UNAG) ერთობლივი ინიციატივით განხორციელდა.
აქტივობა განხორციელდა დემოკრატიული ჩართულობის მხარდაჭერის პროგრამის (FID) ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია, შვედეთის გაეროს ასოციაციის ფინანსური მხარდაჭრით
პროგრამის პარტნიორი შიდა ქართლში „კეთილდღეობის და განვითარების ცენტრი“ UN Association of Georgia – UNAG