საინფორმაციო ცენტრმა ისრაელის კადეტებს უმასპინძლა
თებერვალი 26, 2020
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა საქართველოში ვიზიტით მყოფ ისრაელის დიპლომატიური აკადემიის წარჩინებულ მსმენელებს (კადეტებს) უმასპინძლა.
საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თამარა წულეისკირმა კადეტებთან შეხვედრაზე ცენტრის საქმიანობის, მიზნების, დაგეგმილი პროექტების, ანტიდასავლურ პროპაგანდის თავისებურებებისა და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი შესახებ ისაუბრა.
კადეტები დაინტერესდნენ თუ რა ძალისხმევა ჭირდება საქართველოს ანტიდასავლურ პროპაგანდასთან გასამკლავებლად, რა გამოწვევებია საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში და რა ეკონომიკური სარგებელი მოაქვს ქვეყნის დასავლურ კურსს.
შეხვედრა საინფორმაციო ცენტრისა და ევროპულ-ქართული ინსტიტუტის თანამშრომლობით გაიმართა.